თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

ვაშინგტონის შტატის სკოლებში LGBTQ ისტორიას ასწავლიან

კოლუმბიის ფედერალური ოლქის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ვაშინგტონის შტატის სკოლებს LGBTQ ისტორიის სწავლებას ავალდებულებს. ინფორმაციას fox13seattle.com ავრცელებს.

კანონი ამ შტატში ინკლუზიური სწავლების სტანდარტების გაფართოებას ითვალისწინებს.

მისი მიზანია თანასწორობის, ინკლუზიურობის და მრავალფეროვნების დამკვიდრება.

სასწავლო დაწესებულებებში სპეციალური პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელშიც LGBTQ მოღვაწეების ისტორია შევა. ასევე უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა რასის, ეროვნების და რელიგიის ადამიანების ისტორია.

ვაშინგტონის შტატის განათლების სამმართველომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე სასწავლო პოლიტიკის განახლება უნდა დაასრულოს, ასევე შესაბამისი გრაფიკი შეიმუშაოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა