თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

ბერლინის სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში „International Media Marketplace” (Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენცია ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს აერთიანებს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 80-მდე შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან. მოლაპარაკეები შედგა „Cycling Thread/National Geographic“-ის, “Neus Deutschland”-ის, “Ski Guide Austria”-ის,
„Frankfurter Rundschau”-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, საზღვაო და სამთო კურორტებს, დაინტერესდნენ სათავგადასავლო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმით.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, მაღალრეიტინგული მედია საშუალებების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით დაიგეგმა პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

„International Media Marketplace” წლის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ბერლინის კონფერენციაზე 180 მედია კომპანია და 98 საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა