ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 32 000-ს მიაღწია
ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 32 000-ს მიუახლოვდა, დაშავდა 74 188 ადამიანი. გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის მსხვერპლთა სტატისტიკას ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და იუწყება, რომ მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში, ანკლავში 65 ადამიანი დაიღუპა, 92 კი დაიჭრა.
ისრაელის არმია უკვე მეხუთე დღეა ინტენსიურ ოპერაციას ატარებს ქალაქ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე. „ცაჰალის“ ცნობით, ოპერაციის დროს „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 140 მებრძოლია ლიკვიდირებული.