რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში? - ნახეთ სტატისტიკა
უახლესი მონაცმებით საქართველოში, სოციალურ შემწეობას 672 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, ანუ მთელი მოსახლეობის (3.7 მლნ. ადამიანი) 18%. გამოდის ყოველი მე-5 მოქალაქე ძლიერ სიღარიბეში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად 2021 წელს ჯამში 643,000 სოც. ბენეფიციარი არსებობდა, 2023 წელს კი ეს რიცხვი 668,000-ს აჭარბებდა. პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ეს რიცხვი და დღეს დაახლოებით 175,000 ოჯახზე მეტი მთავრობისგან მცირე ფინანსურ დახმარებას იღებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშით, რომელშიც 2023 წელს არსებული მონაცემებია მოცემული აჩვენებს, რომ ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 32-ში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის 25 %-ს აღემატება. მეტიც, საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს. 2012 წელს სოც. დაუცველთა რაოდენობა 501,000 ადამიანს შეადგენდა.
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 200 ლარის ოდენობის შემწეობას
ავტორი: გიორგი აბულაძე