თეგებით ძიება

მოსახლეობის 22% პენსიონერია

 საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ. ადამიანს შეადგენს, მათგან 828,000-ზე მეტი პენსიონერია რაც ჯამში მოსახლეობის 22%-ს უდრის. ქალისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, ხოლო კაცისთვის 65 წელი.

 2024 წლის იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასა­კობ­რი­ვი პენ­სია გა­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თა პენ­სია 50 ლა­რით გა­ი­ზარ­და და 415 ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრა. მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში ამ პირ­თა პენ­სი­ის მო­ცუ­ლო­ბა თით­ქმის 500 ლარი გახ­და. ამას­თან, 70 წლამ­დე პირ­თა პენ­სია 20 ლა­რით გა­ი­ზარ­და და შე­ად­გი­ნა 315 ლარი, ხოლო მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის 378 ლარი.

 ცნობისთვის ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში საპენსიო ასაკი ორივე სქესისთვის 65 წლით განისაზღვრება ხოლო საშუალო პენსია 1500 ევროს ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. საშუალოდ ყოველი მეოთხე ევროპელი საპენსიო ასაკისაა. 

 სიცოცხლის ხანგრძლივობის მათემატიკური მოდა საქართველოში 72 წელს უდრის (ქალი-74.5 წელი, კაცი 69.5 წელი). ევროკავშირში კი  75 წელი (ქალი-77 წელი, კაცი კი 73 წელი).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა