თეგებით ძიება

თბილისის რომელ რაიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი?

 თბილისის მოსახლეობა 1.2 მლნ. ადამიანს აჭარბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 33%-ია. გამოდის ყოველი მესამე ქართველი თბილისში ცხოვრობს. საინტერესოა თბილისის რომელ უბნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი?

 თბილისი ოფიციალურად 10 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად - რაიონად იყოფა. რაიონების მიხედვით კი მოსახლეობის რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. სამგორის რაიონი-185,000-ზე მეტი მოსახლით ყველაზე ხალხმრავალია, ჯამში თბილისის მოსახლეობის დაახ. 14.5%
  2. გლდანის რაიონი-180,000-ზე  მეტი ადამიანით მეორე ადგილზეა, თბილისელთა 14%
  3. ნაძალადევის რაიონი-175,000+ (13.5%)
  4. საბურთალოს რაიონი-165,000+ (13%)
  5. ისანის რაიონი-150,000 (12%)
  6. ვაკის რაიონი-125,000 (10%)
  7. ჩუღურეთის რაიონი-80,000+ (6.5%)
  8. დიდუბის რაიონი-80,000+ (6.5%)
  9. მთაწმინდის რაიონი-65,000 (5%)
  10. კრწანისის რაიონი-60,000 (5%)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა