თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

იმედია, ესეც უკრაინაელებს არ დაბრალდება, როგორც საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება დაბრალდათ ჩეჩნებს...- ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი „ოდიშინიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა მოსკოვში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "კრო­კუს სითი ჰოლ­ში" მომხდარი ტერაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

საშინელება ტრიალებს მოსკოვში "კროკუს სიტი ჰოლის" შენობაში: მინიმუმ, 14 ადამიანია მოკლული (რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ მინიმუმ, 40 ადამიანი მოკლეს), 40-ზე მეტი - დაჭრილი. 

‼️  თავდამსხმელები, მინიმუმ, ხუთნი, კომუფლირებულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულები არიან და "პიკნიკის" კონცერტზე მისულებზე, უბრალოდ, ნადირობენ. 

შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოქმედდა, ის ცეცხლის ალშია გახვეული, შიგნით მინიმუმ, 100 კაცამდე რჩება, ნაწილი, შესაძლოა, პირველ სართულს აფარებდეს თავს, ნაწილი მეოთხე სართულიდან ვერ ჩამოდის. მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად ვერ მიდიან, რადგან სპეცრაზმს ელოდებიან. 

უმძიმესი კადრები ვრცელდება და რა თქმა უნდა, აქ არ დავდებ, მაგრამ რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელი მასშტაბის ტერორიზმია. 

იმედია, ესეც უკრაინაელებს არ დაბრალდება, როგორც საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება დაბრალდათ ჩეჩნებს... - წერს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა