მოსკოვში, Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო. ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო კიდევ ორი ასაფრენად ემზადება.
შეგახსენებთ, შენობაში სროლა იყო, რის შემდეგაც სავარაუდოდ აფეთქების გამო ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.