თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან ტერაქტთან -ჯონ კირბი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეთრი სახლის სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განუცხადა.

„ყველა ვხედავთ შეტყობინებებსა და ვიდეოკადრებს მოსკოვიდან. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მივიღოთ. საზარელი კადრებია, ამის ყურება ძალიან მძიმეა. ეს მძიმე დღე იქნება, ჩვენი ფიქრებით ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთან ვართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თავდასხმის უკან უკრაინა იდგეს, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან ტერაქტთან.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა