რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? - მარია ზახაროვა
აშშ-ს თუ აქვს ან ჰქონდა რამე სარწმუნო მონაცემები მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.
„თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ“, – წერს ზახაროვა.
თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.