თეგებით ძიება
23. 03. 2024 მსოფლიო

მოსკოვის ოლქში „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში 22 მარტს საღამოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. 115 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან 5 ბავშვია. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა