თეგებით ძიება

რუსეთი პანიკამ მოიცვა - რას ამბობენ მოსკოვიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლების შემდეგ, რუსეთი პანიკამ მოიცვა. ასეთი რამ აგრესორ ქვეყანაში დიდი ხანია არ მომხდარა. მოსკოვის ქუჩები დაცარიელდა, აეროპორტები კი გადაივსო. ცოტა ხნის წინ თბილისში ქართული ავია-ხომალდი დაეშვა, რომლითაც მოსკოვიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოფრინდნენ.

აეროპორტში სიცარიელე იყო, გამკაცრებული ზომები არ შემიმჩნევია, განსაკუთრებული კონტროლი, სპეცდანიშნულები რაზმი არ შემინიშნავს. გადაკეტილი ჰქონდათ ერთი კონკრეტული ადგილი და ვსო და ეძებდნენ თეთრ მანქანას", - ამბობს მოსკოვიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე. 

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლებს სასწაულით გადაურჩა ქართველი ქალი. სოფო კვირიკაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც "კროკუს სითი ჰოლიში" ჯგუფ "პიკნიკის" მოსასმენად მივიდა, თუმცა მოულოდნელ ყველაფერი შეიცვალა. არსებული ინფორმაცით, სროლის დაწყების შემდეგ, ქალმა დარბაზიდან ავარიული გასასვლელით სარგებლობა მოასწრო. 

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა