თეგებით ძიება
23. 03. 2024 ვიდეო

"დიახ, მამაკაცი დომინანტური არსებაა ბიოლოგიურად, მორჩილება და დათმობა, მონობას არ ნიშნავს“ - თათა გიორგობიანი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს (ვიდეო)

"ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი, თათა გიორგობიანი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიური ცხოვრების, პირადი ურთიერთობის თუ კარიერულ ამბებს.

ამჯერად თათა ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს, როგორც მომღერალი აღნიშნავს, მას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამო აბულინგებენ.

"დამახინჯებული კონტექსტის გამო და ამოგლეჯილი ფრაზების გამო, ჩემი ბულინგი სხვადასხვა სოც.ქსელში

კაცს რატომ უნდა დაემორჩილოს ქალიო, ან პირიქით? - აი, პასუხიც 

მოგესალმებით ჩემო ჰეითერებო.

დიახ, მამაკაცი არის დომინანტური არსება ბიოლოგიურად და მე ეს ვთქვი, ამდენი საუკუნე ეს არ იცოდით?

დიახ, მორჩილება, დათმობა და კომპრომისი არ ნიშნავს მონობას, მაგრამ თქვენ ეს რატომღაც ასე გაიგეთ. ის ვერ გაიგეთ, რომ დათმობა და კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს ურთიერთობაში

დიახ, სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“, – აღნიშნავს თათა გიორგობიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა