"რუსეთი თითქმის მთლიანად უკრაინაზეა გადართული და ამიტომ მოხდა ეს ტერაქტიც. რესურსები ყველაფრის დასაცავად აღარ ჰყოფნით" - შარაშენიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
მოკლედ, მოსკოვში ტერაქტი მოაწყო ისლამურმა სახელმწიფომ.
და არა უკრაინამ (როგორც ამას თავიდან რუსები ამტკიცებდნენ).
და არც რუსეთის მთავრობამ რომელიც ხალხის გულს იმით იგებს რომ მათ საჭმელი და უსაფრთხოება აქვთ.
მოსკოვში ასეთი ამბავი უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაციისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო. საამისოდ კურსკისა და ბელგოროდის აწიოკებაც კმარა.
რუსეთი თითქმის მთლიანად უკრაინაზეა გადართული და ამიტომ მოხდა ეს ტერაქტიც. რესურსები ყველაფრის დასაცავად აღარ ჰყოფნით.
უკრაინაზე გადართვით მშვენივრად ისარგებლა აზერბაიჯანმა და შარშან სექტემბერში ყველა დარჩენილი ტერიტორია წაიღო.
ამერიკას ორი კვირის წინ გაუფრთხილებია რუსეთის მთავრობა, მაგრამ ამ უკანასკნელის რეაქცია იყო "ჩვენს დაშინებას ნუ ცდილობთ"-ო. პუტინმა ამის შესახებ საჯაროდაც თქვა: ეს სხვა არაფერია თუ არა ჩვენთან პანიკის დათესვაო.