აშშ-ის სენატმა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო
CNN-ის ცნობით, აშშ-ის სენატმა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და თავიდან აიცილა ე.წ. შათდაუნი. კანონპროექტი 74 ხმით დაამტკიცეს, წინააღმდეგ 24 სენატორი წავიდა. ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გადაეგზავნა.
ცნობისთვის, სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს. თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.