თეგებით ძიება
23. 03. 2024 მსოფლიო

„კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.

„საკონცერტო დარბაზში მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.ტერორისტებმა გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკვე ამოღებულია საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებიც მიერ. ტარდება ბალისტიკური, გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა