ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი ადგილობრივია. ის ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.