ფონიჭალაში 28 წლის ქალმა შეყვარებული დაჭრა
შეყვარებულის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ფონიჭალაში 28 წლის ქალი დააკავა. არსებული ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალმა 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.