თეგებით ძიება
23. 03. 2024 მსოფლიო

133 დაღუპული - მოსკოვში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, Crocus City Hall-ზე თავდასხმას 133 ადამიანი ემსხვერპლა - რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაღუპულთა წინასწარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ამ ეტაპზე მხოლოდ 13 ადამიანის გვარია. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა