თეგებით ძიება

„გამორჩეულად მამაცური იყო შენი ბოლო ნაბიჯები ამ ომში“ - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში, ბრძოლის ველზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - თენგო ჭანია დაიღუპა. ჟურნალისტი, „ოდიშინიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა დაღუპულ მებრძოლს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ემშვიდობება:

„ჩემო უღალატო მეგობარო, რამხელა სევდას დაატარებდი გულით, მაგრამ საქართველოსთვის და საქართველოს შეწირულთათვის მუდამ იცლიდი, ახლა კი შენს მეგობრებს შენს საფლავთან ისე მოგვიწევს მისვლა, როგორც შენ დადიოდი გმირულად დაცემულთა საფლავებზე...

გამორჩეული იყავი, გამორჩეულებს შორის იბრძოდი და გამორჩეულად მამაცური იყო შენი ბოლო ნაბიჯები ამ ომში, არადა, მანამდეც სულ ომში იყავი...

შენი მშობლიური კუთხის მიწა არ გეღირსა, არც მშობლიურ მიწაზე სიკვდილი, მაგრამ ისიც კარგად გესმოდა, რომ სადაც იბრძოდი, იქაც სამშობლოს იცავდი...

ნათელში განისვენე, ძმაო, ჭანო!..

გმადლობ მეგობრობისთვის და... 

ბოდიში... 

დიდება გმირებს!

თანაგრძნობა ოჯახს, 

მეგობრებს, სრულიად საქართველოს...“ - წერს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა