თეგებით ძიება

ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა - მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება

შეყვარებულის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ფონიჭალაში 28 წლის ქალი დააკავა. არსებული ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა. ქალმა პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვა სცადა.

ამ დროისთვის შეყვარბულის დაჭრაში მხილებული მაკა ალექსანდრია დუმილის უფლებას იყენებს. 

"პირველებმა" ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. დადგინდა, რომ  ეჭვმიტანილთან სახლში შეყვარებული სასაუბროდ ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ირკევა, რომ ხელის არეში დაზინებები ქალსაც აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ეს ჭრილობა მას ახალაგზრდა კაცმა მიაყენა თუ მამაკაცზე თავდასხმისას შემთხვევით დაიჭრა.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: ტვ პირველი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა