„ნუ გეშინიაც ვერაა მთლად კარგი, შეშინებულ ფეხბურთელს ვამშვიდებთ?“ - რას წერს ზვიად ტომარაძე
„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
ძალიან მომწონს ქართული სპორტის ქომაგები, დიდ საქმეს აკეთებენ გულშემატკივრობით, ხელისუფლებაში რომ ვიყო დავაფინანსებდი ყველა საჭირო ატრიბუტიკით. მაგრამ არ მომწონს მათი სიმღერა: "ზღაპრის ბოლო კეთილია... ნურაფრის ნუ გეშინია".
ზღაპრები და ოცნებები არაა ჩვენი საქმე:) ნუ გეშინიაც ვერაა მთლად კარგი, შეშინებულ ფეხბურთელს ვამშვიდებთ?:)
დარწმუნებული ქართულ პოეზიაში მოიძებნება კარგი ტექსტი, ან უკეთესის მოფიქრებაც შეგვიძლია... აბა რას იტყვით? - წერს ზვიად ტომარაძე.