რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰერო სივრცე დაარღვია
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობა X-ზე წერს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას, ერთ-ერთი რაკეტა გუშინ ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების თქმით, ის პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში გაჩერდა.
"4:23 საათზე პოლონეთის საჰაერო სივრცეში ერთ-ერთი რაკეტა შეიჭრა, რომელიც დღეს ღამით რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ გაუშვა. დარტყმის სამიზნე დასავლეთ უკრაინის ქალაქები იყო.პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს," - აცხადებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა.