თეგებით ძიება
24. 03. 2024 მსოფლიო

ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის! ელოდეთ, ნაძირლებო - დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა.

"ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ამიერიდან ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა, ელოდეთ, ნაძირლებო", - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა