თეგებით ძიება

ვაშლიჯვარი ამ წუთებში - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

ვაშლიჯვარში სავარაუდოდ, წყლის მილი დაზიანდა. ვიდეოში, რომელსაც ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს, წყლის დიდი შადრევანი მოჩანს. 

თბილისი - ვაშლიჯვარი ამ წუთებში - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ,  წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის თქმით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა