როცა ძაღლს ამ შპრიცს ესვრი,მერე არ ეძებ? თუ წვიმდა და აღარ შეიწუხეს თავი? - თინათინ ჭავჭანიძე
ცხოვლთა დამცველი თინათინ ჭავჭავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს ავრცელებს:
„ეს ძაღლი გუშინ ნახეს იმ თავსხმა წვიმაში ქუჩაში. მიხვდებოდით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency მიერ ნასროლი დამაძინებელი შპრიცი აქვს ზურგზე. გამოიძახეს 112 და იმათ სააგენტო, სწრაფად მოვიდნენ და აღიარეს კიდეც რომ მათი ნასროლია, დაკბენაზე იყო გამოძახებაო,წაიყვანეს.
ახლა შეკითხვა- როცა ძაღლს ამ შპრიცს ესვრი,მერე არ ეძებ? თუ წვიმდა და აღარ შეიწუხეს თავი?
თუ იმ იმედით არ დაძენბენს,რომ გამოფხიზლდება კიდევ უკბენს ვინმეს,და ეგებ მაშინ დაიჭირონ?
და ბოლო შეკითხვა,ეს არ ითვლება ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობად ან თუნდაც სამსახურეობრივი მოვალეობის უპასუხიმგებლოდ შესრულებას?
პ.ს. ძაღლი იპოვა BBC ის კორესპონდენთმა, Giorgi Kobiashvili შესანიშნავი პიარია“ - წერს თინათინ ჭავჭავაძე.