ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - არიან დაჭრილები
ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაჭრილები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ წევრები, რომლებიც ორგანიზაციის იმ წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ვინც პოლიციამ დღეს დილით დააკავა.
პოლიციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები მივიდნენ.