წიგნის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს ერთადერთი წიგნი - ბიბლია გადაურჩა - სად მოხდა შემთხვევა?
წიგნის მაღაზიაში გაჩენილმა ხანძარმა ბიბლიის გარდა ყველა წიგნი გაანადგურა. შემთხვევის შესახებ რომელიც გვატემალის ერთ-ერთი ქალაქში მოხდა, Metro წერს.
გვატემალიდან 174 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ ჩიკიმულას პატარა წიგნის მაღაზია La Milita-ში ხანძარი დილას გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს და შენობაში შევიდნენ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხანძარმა ბიბლიის გარდა ყველა წიგნი გაანადგურა.