"შენ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალე, ძალიან დაგვაკლდები!“ - კალათბურთელის გარდაცვალებაზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მოსწავლე, კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ავრცელებს.
"დაგვტოვა ძალიან დიდმა ადამიანმა, რომელმაც ბევრი კალათბურთელის (და არა მარტო) ცხოვრებაზე და კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ვარ იღბლიანი რომ ამ ადამიანების დიდ ჩამონათვალში მეც მოვიხსენიები.
მადლობა ზურა მასწ იმ საკალათბურთო და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის რამაც პირადად მე უკეთესი პიროვნება გამხადა. მე დღეს სადაც ვარ შენი დამსახურებაა.
მადლობა იმისთვის როდესაც ჩემ ოჯახს ისე უჭირდა რომ ბოტასების, გზის , ვარჯიშის, დაუსრულებელი თერაპიების საშუალება არსად არ იყო შენ გვერდში გვედექი!
მადლობა ყველაფრისთვის, შენ ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალე, ძალიან დაგვაკლდები!", - წერს ბექა ბურჯანაძე.