თეგებით ძიება
25. 03. 2024 მსოფლიო

საფრანგეთმა ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პასუხისმგებლობის აღება და ის საფრთხეები რაც ქვეყნის წინაშეა.

ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა მოსკოვში მომხდარის შემდეგ. 

137-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა პარასკევს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმის შედეგად. მასზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ ხორასნის პროვინცია" (IS-K) აიღო. 4 ეჭვმიტანილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ისინი ტაჯიკეთიდან არიან.

საფრანგეთის გაფრთხილების სისტემას სამი დონე აქვს. "გადაუდებელი თავდასხმის" დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ თავდასხმის კვალდაკვალ ან როდესაც  თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია.

საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადების დროს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ გაძლიერებული პატრულირების საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მატარებლების სადგურები, აეროპორტები, რელიგიური თავშეყრის ადგილები. 

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქვეყანა უკვე იყო უსაფრთხოების მაღალ დონეზე, რადგან მოსალოდნელია მილიონობით ვიზიტორის შესვლა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა