ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი
ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით გადაადგილებას მაისიდან შეძლებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია.
სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.