დემნა გვასალია იუბილარია
ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია იუბილარია. მას დღეს 43 წელი შეუსრულდა.
დემნა გვასალიას ისტორია სოხუმიდან იწყება. მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლები აფხაზეთის ომის პერიოდს დაემთხვა. დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მცირე ხნით„საქართველოს ტელევიზიაში" ჟურნალისტადაც მუშაობდა.
მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დემნას მოღვაწეობა 2009 წლიდან იწყება. თავიდან „მეისონ მარჯიელაში" მუშაობდა, შემდეგ უკვე Louis Vuitton-ის გუნდს შეუერთდა. 2014 წელს კი Balenciaga-სკრეატიული დირექტორი გახდა და Vetements-ის ცნობილი ბრენდი შექმნა, რომლის კოლექციებიც დღეს ყველაზე ტრენდულად ითვლება.
2016 წელს გამოცემამ სახელწოდებით Business of Fashion ქართველი დიზაინერი „წლის პერსონად"აღიარა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის Fashion Awards-ის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი.
დიზაინერის მორიგი მსოფლიო აღიარება 2017 წელს მოხდა, როდესაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „მოდის ოსკარად" წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.
ქართული ლექსებისა და ციტატების წარწერები მაისურებზე, საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩაცმის სტილი - საკუთარი შემოქმედებით დემნა გვასალიამ საქართველო მთელს მსოფლიოს გააცნო.