"სულ სისხლიანი ვიყავი, რომ გადავაბრუნე სისხლმა ამოასხა, მითხრა არაო, ხელი არ მომიკიდო, გული მიმდისო" - ცნობილია, ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, მეზობელი ქალი დაჭრა
27 წლის ქალის დააჭრისთვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. ბიჭიკო ბაჩილავა გამომძიებლებს იზოლატორში ელოდება.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბრალდებული მამაკაცი პოლიციას თვოთონ ჩაბარდა. მეზობლის თქმით, მამაკაცი მეზობელ ქალს ჩაუსაფრდა და 10-მდე ჭირილობა მიაყენა. გოგონა ცდილობდა იქვე მდებარე სალონში შესულიყო, თუმცა კარის გახსნა ვერ მოახერხა.
"სულ სისხლიანი ვიყავი, რომ გადავაბრუნე სისხლმა ამოასხა, მითხრა არაო, ხელი არ მომიკიდო, გული მიმდისო" - ამბობს თვითმხილველი.