ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა
მთავრობის ცნობით, დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.
ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.