თეგებით ძიება

კაბალის მოსახლეობა მდინარეზე ჯებირების დამონტაჟებასა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში - მოსახლეობა მდინარე კაბალზე ჯებირების დამონტაჟებასა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემა სულ უფრო მასშტაბური ხდება. 

ადგილობრივების თქმით, ყოველი უამინდობის დროს, მდინარე მათ კუთვნილ მიწებს იტაცებს, საცხოვრებელ სახლები კი ნგრევის საფრთხის წინაშე დგებიან. განადგურებულია სარწყავი სისტემაც, რომლითაც თითქმის ნახევარი კაბალი სარგებლობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლაგოდეხის მერია ინფორმირებულია, თუმცა უცნობია, როდის დაიწყება ჯებირების დამონტაჟება მდინარე კაბალზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა