თეგებით ძიება

"მთელს სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს" - როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვა­ზი­სუ­ბან­ში დაჭ­რი­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, ის სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­შია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის "ემერ­ჯენ­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ანი და­ლა­ქიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ექი­მი გან­მარ­ტავს, ქალს მთელ სხე­ულ­ზე ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბა აქვს. ის ვა­რა­უ­დობს, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღი­თაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"პა­ცი­ენ­ტთან გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ტრავ­მულ-ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შოკი, მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ქალა-სარ­ქვლის, ნეკ­ნე­ბის, მხრის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე, მა­ჯი­სა და მტევ­ნის მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი და მუც­ლის ღრუს და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა აქვს. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რი იყო, ამ დი­ლით მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია გა­უ­კეთ­და, სა­დაც მცი­რე ოდე­ნო­ბით გა­მო­ნა­ჟო­ნი იქნა ნა­ნა­ხი, ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტი სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­შია აყ­ვა­ნი­ლი.

და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ბევ­რი სის­ხლმდე­ნი ჭრი­ლო­ბა აქვს მთელ სხე­ულ­ზე - ზედა და ქვე­და კი­დუ­რებ­ზე. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა“, - გა­ნა­ცხა­და და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუ­ბან­ში 30 წლამ­დე ქალი გუ­შინ, 24 მარტს დაჭ­რეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა