თეგებით ძიება

„დღეს პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ... მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული“ – მაკუნა გოჩიაშვილი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, მის შვილს, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ.

როგორც მშობელი ამავე პოსტში აღნიშნავს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარებს, თუ როგორ ჩაივლის პირველი ინექცია.

„დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.

დღეს გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით.

ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია. ასე რომ მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული.

პეტრესთან ერთად მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება.“ – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა