"არ ვარ დარწმუნებული, გადამიღო თუ არა გამოცვლის დროს" - რას ამბობს 19 წლის გოგო ჩვენებაში: დაკავებულია 43 წლის კაცი, რომელსაც 200-მდე ქალის პირადი ცხოვრების ხელყოფაში ედება ბრალი (ვიდეო)
"კურიერმა" გახმაურებულ საქმეზე დაზარალებულის ჩვენება მოიპოვა. 19 წლის გოგოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 43 წლის გიორგი ქაროსანიძე დააკავა. მას 200-მდე ქალის პირადი ცხოვრების ხელყოფაში ედება ბრალი.