ქალი, რომელმაც შეყვარებული დაჭრა, 30 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
ქალს, რომელმაც შეყვარებული დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას მთავარი არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.
სისხლიანი დაპირისპირება შეყვარებულებს შორის ფონიჭალაში ორი დღის წინ მოხდა. 28 წლის მაკა ალექსანდრიამ 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. დანით დაჭრილი კაცი ამ დრომდე საავადმყოფოშია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.