თეგებით ძიება

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„თავდასხმის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათგან 75-ის იდენტიფიცირება მოხდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაღუპულთა იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება“, – აღნიშნა ბასტრიკინმა.

მისივე თქმით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის ჭრილობები და დაზიანებები მიიღო 182-მა ადამიანმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა