თეგებით ძიება
26. 03. 2024 სპორტი

"წმინდა გიორგის წინამძღოლობით ხვალ თქვენ ახალი ისტორია უნდა დაწეროთ“ - რას წერს დეკანოზი იოანე ხეცურიანი?

ბორჯომის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი სოციალურ ქსელში საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ მატჩს ეხმაურება.

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხეცურიანი ნაკრების წევრებს ამხნევებს და ამბობს, რომ ჩვენი ფეხბურთელები გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებენ.

"ჩვენ ვართ საქართველო

ერთად ამას შევძლებთ

წმ. გიორგის 

წინამძღოლობით დღეს თქვენ ახალი ისტორია უნდა დაწეროთ

ქართული ნიჭისა და გენის,სიმტკიცისა და ერთობის,  გამარჯვების მოლოდინში სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ.

ერი და ბერი არის გაერთიანებული თქვენს სიყვარულში ვაჟკაცებო…..

სიამაყით ფეხზე დავდგებით ხვალ ყველა ერთად და ომახიანად, გულშიჩამწვდომად შემოვძახებთ: 

ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა", - წერს დეკანოზი იოანე ხეცურიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა