დღეს გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა
1939 წლის 26 მარტს, თბილისში, დაიბადა ლეგენდარული ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი - გურამ დოჩანაშვილი. დღეს ის 85 წლის გახდებოდა. მწერალი 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა. 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
საყოველთაო აღიარება ჰპოვა მისმა ნაწარმოებებმა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ (1973) და „სამოსელი პირველი“ (1975).