თეგებით ძიება

ავტობუსების ნომრების სია, რომლებიც საფეხბურთო მატჩის გამო, დღეს გახანგრძლივებულად იმუშავებენ

დღეს, 26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დინამო არენაზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისში მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

რაც შეეხება ავტობუსებს, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ: N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397.

ასევე, მერიის ცნობით, მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა