"მე-11 კლასელმა შესვენებაზე, საკლასო ოთახში "წიწაკის სპრეი" გაუშვა..." - რას ამბობს თბილისის N32 სკოლის წარმომადგენელი: კადრები ადგილიდან (ვიდეო)
"თბილისის N32 სკოლაში, შესვენებაზე, საკლასო ოთახში მე-11 კლასელმა "წიწაკის სპრეი" გაუშვა..." - ამის შესახებ სკოლის წარმომადგენელმა "TV პირველს" განუცხადა.
სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.