Tia.ge-ს სოციალური კვლევა: გამოკითხულთა 59.5% 18-24 წლის ასაკში დაოჯახდა
საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ სოციალური კვლევა ჩაატარა. გამოკითხულებს დავუსვით კითხვა რომელ ასაკობრივ ჯგუფში შექმნეს ოჯახი? პასუხები ასე გადანაწილდა:
- 18 წლამდე: 7.1%
- 18-24 წლის ასაკში: 59.5%
- 25-29 წლის ასაკში: 23.8%
- 30-34 წლის ასაკში: 7.2%
- 35 წლის შემდეგ: 2.4%
მედიანური ასაკი 22 წელია ქალებისთვის, 24.5 წელი კაცებისთვის. 18 წლამდე ქორწინებების რიცხვი მცირდება, ხოლო გვიან დაოჯახებულთა რიცხვი იზრდება. თუმცა ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით შესამჩნევად დაბალია.