თეგებით ძიება

"ამ ერთიანობამ დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება“ - ზაზა ფაჩულია

ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატებები უსურვა.

"არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს. მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა", - წერს ზაზა ფაჩულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა