თეგებით ძიება

"ოცნება" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას არ აპირებს

"ქართული ოცნება" უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას არ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმ რაოდენობის საარჩევნო უბნის გახსნა, რომ ემიგრაციაში მცხოვრებ ათასობით ჩვენს მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცეს თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს. 

"50 მოქალაქის გამო ცალკე ვერ იქმნება ხოლმე, სამწუხაროდ [საარჩევნო უბნები]...პირდაპირ გეტყვით რა, მსოფლიოს ყველა ადგილზე, სადაც 50 მოქალაქეა, დავუშვათ, ფიზიკურად შეუძლებელია," - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეების ხელმოწერილ მიმართვას უპასუხოდ ტოვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. 

კანონით, 50-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერისა და მიმართვის შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია იმ ქალაქში საარჩევნო უბანი გახსნას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა