თეგებით ძიება
26. 03. 2024 მსოფლიო

მოგვეცით ეს წყეული პატრიოტები - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს „პატრიოტის“ სარაკეტო კომპლექსების დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს. „მოგვეცით ეს წყეული პატრიოტები“, - ამბობს დმიტრო კულება Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას მოსახლეობა და ქვეყნის ეკონომიკა განადგურებისგან, იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება. მინისტრის თქმით, დასავლეთიდან დაგვიანებული სამხედრო დახმარების გამო, უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზზე პოზიციების დათმობა და თავდაცვითი ბრძოლა უწევთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა