თეგებით ძიება

"ლიბერთი ბანკის" ფილიალში დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა. შელაპარაკება ბანკში დაიწყო, აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. 

ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

დამნაშავე დაკავებულია, თუმცა ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა