თეგებით ძიება

როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი - რა გაიხსენა იაშვილმა ზივზივაძეზე?

გადაცემაში "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ.

როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი - ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო", - გაიხსენა იაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა